ქუთაისის ტორპედომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი მოიგო

ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში “ტორპედომ” “შერიფი” 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა ქუთაისელთა აქტიურობით დაიწყო, რამაც მალე შედეგი გამოიღო. შეხვედრის მეათე წუთზე მათე ცინცაძემ ლევან კუტალია მეკარესთან ერთი-ერთზე გადაიყვანა, მაგრამ კუტალიამ კარში დარტყმას გიორგი კუხიანიძისთვის პასის მიცემა არჩია, თუმცა კუხიანიძემ კარებში დარტყმა ვერ შეძლო.

მალევე როინ კვასხვაძემ კარებიდან ბურთი ცუდად გამოიტანა, რითიც მოლდოველებმა კარგი შეტევის წამოწყება შეძლეს, რაც საბოლოოდ ზიგუი ბადიბანგამ მეთოთხმეტე წუთზე გოლად აქცია.

თუმცა ქუთაისელებმა წონასწორობის აღდგენა 10 წუთში მოახერხეს, გრიგოლ დოლიძემ მეტოქის საჯარიმოში კარგი
პასი გააკეთა, გიორგი ქიმაძემ კი მოლდაველთა მცველების შეცდომით ისარგებლა და 1:1!

პირველი ნახევრის დამთავრებამდე ქუთაისელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი სტანდარტული მდგომარეობებიდან შექმნეს, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ტაიმი ნელ ტემპში განახლდა, პირველი რეალური მომენტი 63-ე წუთზე შეიქმნა, როცა ვლადიმირ კოვაჩევიჩმა მეკარეს ცუდი პასი გაუკეთა, გიორგი ქიმაძემ კი მათი შეცდომით ისარგებლა, ბურთი ჩაჭრა, “შერიფის” მეკარემ კი მის წინააღმდეგ იუხეშა და პენალტი აიკიდა. თერთმეტმეტრიანი კი გიორგი კუხიანიძემ ზუსტად შეასრულა და “ტორპედო” 2:1 დააწინაურა.

“ტორპედომ” გოლის შემდეგ შეძლო ბურთის დაჭერა და მეტოქეს შეტევის შექმნის საშუალებას არ აძლევდა, მატჩის მიწურულს კი კუხიანიძეს მიეცა გოლის გატანის შანსი, რომელმაც ძლიერი დარტყმით სცადა მეტოქის კარის აღება, თუმცა მიკულიჩმა შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა.

საბოლოოდ შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში ტირასპოლში გაიმართება.

სპორტალი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018