ქუმსიშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს, ალავიძე აეროპორტიდან მოაბრუნეს – ვინ ერჩის კვირიკაშვილის კადრებს

როგორც ,,2020NEWS”-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ექს ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს.

სანდო წყარო გვატყობინებს იმასაც, რომ აეროპორტიდან უკან მიაბრუნეს და საზღვარზე არ გაუშვეს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.

აღსანიშნავია, რომ ორივე ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრია. გავრცელებული ინფორმაციით, ქუმსიშვილი და ალავიძეც სხვა პირებთან ერთად იმ კორუფციული სქემის მთავარი ფიგურანტები არიან, რომელიც ყოფილი პრემიერის სახელს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, ზურაბ ალავიძე მოხსნეს იმ კორუფციული სკანდალების გამო, რომლის თაობაზეც ოპოზიცია და მედია დიდ ხნის განმავლობაში საუბრობდა. გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით ალავიძის სისტემაში ადგილი ჰქონდა სისტემურ კორუფციულ ჯაჭვს. არანაკლები კორუფციული ჯაჭვები გამოვლინდა ქუმსიშვილის შემთხვევაში და მისი სახელი არაერთ სკანდალს უკავშირდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018