შეკვეთილში ზღვაში 7 წლის გიორგი ბერიძე დაიხრჩო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მცხოვრები 7 წლის გიორგი ბერიძე უბედური შემთხვევის შედეგად ზღვაში გუშინ წინ დაიხრჩო.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბავშვის დაღუპვის მიზეზი შეკვეთილი-დენდროლოგიური პარკის მიმდებარედ ზღვის სანაპიროს მონაკვეთზე, მაშველების არყოფნა გახდა.
ერთ ერთი ადგილობრივის თქმით, გვიან მოსულმა მაშველებმა მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ბავშვი კი დაიღუპა. ბერიძეს დღეს, მშობლიურ სოფელ მთისპირში დაკრძალავენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018