შიდა ფრენებს წლის ბოლომდე ისევ “აკ ეარი” განახორციელებს

შიდა ფრენებს წლის ბოლომდე ისევ “აკ ეარი” განახორციელებს – შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და შიდა ფრენების დროებით განმახორციელებელ კომპანიას “აკეარს“ შორის იდება.
საუბარია მილიონ 662 ათასი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებაზე, რომელსაც სახელმწიფო კომპანიასთან უტენდეროდ აფორმებს.
მომსახურების გაწევა ხდება 2 ტიპის საჰაერო ხომალდით: 30 და 15-ადგილიანი საჰაერო ხომალდებით.
კომპანია ფრენებს განახორციელებს: ბათუმის, მესტიის, ქუთაისის და ამბროლაურის მიმართულებით მომდევნო 5 თვის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” ადგილობრივი ავიარეისების მომსახურების შესყიდვის შესახებ ტენდერი 4 წლით 49 672 332 ლარზე გამოაცხადდა. მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ყოველთვიურად შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით. დაინტერესებულ კომპანიებს, ტენდერში მონაწილეობის მიზნით განაცხადების ატვირთვა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, 12 ივლისის ჩათვლით შეეძლოთ. თუმცა, ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა, რადგან მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.

სალომე მეცხვარიშვილი, ბიემჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018