ცოტნე გამსახურდია – “მთელი ერი ნაცარს თავზე ვერ წავიყრით ვიღაც მანიაკი ნაბიჭვრის გამო”

ხადას ხეობაში ამერიკული ოჯახის მკვლელობას ცოტნე გამსახურდია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“გაანათლოს ის ოჯახი, გულწრფელად ვიზიარებ მწუხარებას… მაგრამ ეს მთელი ერის დადანაშაულება რა სპორტია? ბოლობოლო, ქუჩაში მშვიდობიანი ადამიანები ხოცეს ავტომატის ჯერებით და იმავ ამერიკის მთავრობა ამის ავტორს დიდ დემოკრატს უწოდებდა, ხოლო 1992 წელს ამერიკის სახელმწიფო მდივანი – ჯეიმს ბეიკერი “ანდროპოვის ყურებთან” მოედანზე მხედრიონის საპატიო წევრიც გახდა… იქვე, ორას მეტრში მიტინგს ხვრეტდა და ოთხფეხა ძაღლებს უქსევდა იგივე მხედრიონი, და ამაზე არ შეშფოთებულხართ და არ ამოგიღიათ ხმა…

არ მიყვარს ეს მატრაკვეცობები, რა!
ამერიკელებისთვის სამძიმარსაც რაც შეეხება, ახლა მთელი ერი ნაცარს თავზე ვერ წავიყრით ვიღაც მანიაკი ნაბიჭვრის გამო, და ეს კოლექტიური სამძიმრები და აქციები ცოტა კარიკატურული მგონია.”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018