”ძალიან გამიმართლა” – როგორ გადარჩა მეხდაცემული რუსი ტურისტი

რუსეთის მოქალაქეს მყინვარწვერზე მეხი დაეცა, სამაშველო ვერტმფრენმა რუსი ტურისტის კლინიკაში გადმოყვანა ვერ შეძლო, რის გამოც ევაკუაცია კერძო საფრენი აპარატით განხორციელდა.

რუსეთის მოქალაქე ამ წუთებში სტეფანწმინდის ჰოსპიტალში მკურნალობს. ვლადისლავ პოპოვი მომხდარს „კურიერთან“ საუბრისას იხსენებს.

„7-8 კაცი ვიყავით რუსეთიდან, ავდიოდით მწვერვალზე, ორი უკვე ასული იყო და დანარჩენები ჯერ ქვემოთ ვიყავით, 10 მეტრი მაშორებდა, მაგრამ რა მოხდა, არ მახსოვს, როდესაც ჩამომიყვანეს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი, გავჩერდით 400 მეტრის სიმაღლეზე ბანაკში, არ შემეძლო სიარული და ორგანიზმიც გადაციებული მქონდა. ღამე კარავში დავრჩით, ვერტმფრენი მხოლოდ მეორე დღეს ჩამოფრინდა, ახლა უკეთ ვარ, მაგრამ ფეხზე ვერ ვდგები და წონასწორობის შენარჩუნებაც მიჭირს, ექიმები მეუბნებიან, რომ გამიმართლა, რადგან მეხის დაცემით ადამიანი კვდება“, – აცხადებს ტურისტი.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018