ძარცვა და დაჭრა ისანში – პოლიციამ ბრალდებული არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძარცვის, პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 2 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა 2001 წელს დაბადებული ი.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით, ხოლო 1998 წელს დაბადებული მ. ბ. პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობით ხელის შეშლის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ს-მ, 28 ივლისს, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ქუჩაზე მოქალაქეს საფულე გასტაცა. მძარცველის დაკავებას შემთხვევის ადგილზე მყოფი, 1992 წელს დაბადებული ლ.ლ. შეეცადა, რომელსაც ი.ს.-მ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი პოლიციამ დააკავა. დაკავების დროს ი.ს-ს თანმხლებმა, 1998 წელს დაბადებულმა მ.ბ.-მ პატრულ-ინსპექტორს წინააღმდეგობა გაუწია და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც სამართალდამცველებმა ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

დაჭრილი ლ.ლ სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ი.ს.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მ.ბ.-ს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძარცვის, პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობით ხელის შეშლის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე, 178-ე და 353-ე მუხლებით.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018