ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ რესტორანში მოქალაქე ცემა

ჭიათურის მერს პაატა ნადირაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებს პოლიცია ძალადობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში ორი სუფრის წევრებს შორის ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჭიათურის მოქმედი მერი პაატა ნადირაძე მონაწილეობდა.

შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისმხობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 2-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მის მიმართ არსებულ სამართლებრივ დავას სოციალურ ქსელში ეხმაურება პაატა ნადირაძე, ის აცხადებს, რომ გამოწვევას იღებს და მზად არის მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

პაატა ნადირაძე ჭიათურის მერის თანამდებობას, 2017 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების შემდეგ იკავებს. მანამდე კი ის იმერეთის ვიცე-გუბერნატორი იყო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018