ჭიჭინაძე ქუცნაშვილზე – “კოლექტიურ ზარდიაშვილებს ემატება კიდევ ერთი კაცი… “

“კოლექტიურ ზარდიაშვილებს ემატება კიდევ ერთი კაცი”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომელიც უმრავლესობის წევრს და ყოფილ თანაგუნდელს ზაქარია ქუცნაშვილს უპირისპირდება:
“კოლექტიურ ზარდიაშვილებს ემატება კიდევ ერთი კაცი, რომელმაც ყველაზე აქტიურად აიღო საკუთარ თავზე და თურმე მე არ ვახსოვარ და მე ეგ ზუსტად არ მახოვს. 2008 წელს კაბინეტში რომ მივაკითხე და ვუთხარი წამოდი ქვეყანა იქცევა, გვერდში დავუდგეთ თქო, არაო მეო აქო ჩემთვის ვარ მოყუჩებულიო,მაგის სიტყვეი იყო და იჯდა 2008 წელს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, 2009 წლის მიტინგებზე მე ეგ კაცი არ მინახია არსად, მე ტრიბუნაზე ვიდექი მაგისგან განსხვავებით და 2012 წელს მე უბრალოდ, როგორც რიგითი ჯარისკაცი ისე ვიბრძოდი ქართული ოცნების რიგებში… კოლექტიური ზარდიაშვილების სახეს არა მგონია, რომ აძლევდა ხმას ჩვენი ამომრჩეველი” განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “ტვ პირველთან” საუბარში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018