ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის დეტალები – „მკვლელობის მოტივი შესაძლოა ქალის მიმართ ძალადობა გამხდარიყო“

ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, რომელთა ცხედრებიც მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში იპოვეს, შესაძლოა, მოკლულები იყვნენ. მათი 4 წლის შვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

როგორც ხადას ხეობის მცხოვრებლებმა „მთის ამბებს“ უთხრეს, მამაკაცის ცხედარს, რომელიც მაშველებმა ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, არაფერი ეცვა და დაზიანებები აღენიშნებოდა.

„მთის ამბების“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც სოფელ წკერესთან ახლოს, კარავში იყვნენ დაბანაკებული, ჩანჩქერთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე 19 წლის მწყემსმა მიაცილა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა ქალის მიმართ ძალადობა გამხდარიყო, რასაც მისი ქმარი შეეწინააღმდეგა.

დაზუსტებული ინფორმაციით, პოლიციას მწყემსი დაკითხვაზე ჰყავს გადაყვანილი.

„მთის ამბები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის დასაზუსტებლად, აღენიშნება თუ არა რაიან სმიტის ცხედარს დაზიანებები, რადგან გუშინ გავრცელებულ განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ პირველადი დათვალიერებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. შსს-ში კომენტარი არ გააკეთეს.

ხადას ხეობაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების, ცოლ-ქმარ რაიან და ლორა სმიტების ცხედრები 6 და 7 ივლისს იპოვეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018