ხაიშის ცენტრში შეკრებილებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს

ხაიშის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობის ნაწილმა ადგილზე მობილიზებულ სპეცრაზმს ქვები დაუშინა. ადგილობრივები სპეცრაზმის სიახლოვეს ამ დრომდე რჩებიან. მათ ნაწილს ხელში ხელკეტები, ნაწილს კი ფიცრები უჭირავს.

„ჭუბერში – დაზარალებულ სოფელში შემოვიდნენ და იმის პასუხია ეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით კი, პასუხს ითხოვენ პრემიერის განცხადებაზე, რომ ჭუბერში სტიქია ხე-ტყის უკანონოდ მოჭრამ განაპირობა.

„პასუხი გაგვცენ, პრემიერმა რომ თქვა იმაზე“, – აღნიშნა ჭუბერის მკვიდრმა.

ხაიშში სპეცრაზმია მობილიზებული. პოლიცია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ხაიშსა და ჭუბერში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების შესვლას, ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები სოფელში გამთენიისას, 05:00 საათიდან გამოჩნდნენ, რაც ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს უკავშირდება.
როგორც ჭუბერის, ისე ხაიშის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულს აპროტესტებს, რის გამოც ამ დროისთვის ხაიშის ცენტრშია შეკრებილი.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018