ხორვატიამ დანიას პენალტებით მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა

ხორვატიის ნაკრებმა პენალტების სერიით დანია დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტებით კი გამარჯვება ხორვატიამ მოიპოვა.

შეხვედრის პირველივე წუთზე ანგარიში დანიელმა მატიას იორგენსენმა გაიტანა, თუმცა მე-4 წუთზე ანგარიში მარიო მანჯუკიჩმა გაათანაბრა.

მეოთხედფინალში ხორვატია რუსეთს შეხვდება, რომელმაც ესპანეთის ნაკრები დაამარცხა. შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018