ავარია ზესტაფონთან – დაღუპულია მოტოციკლისტი

ავარია ზესტაფონთან - დაღუპულია მოტოციკლისტიზესტაფონთან ახლოს ავარია მოხდა. მოტოციკლისა და ავტომანქანის შეჯახების შედეგად, მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. დაშავებული 30 წლამდე ასაკის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.