ამერიკელები ლორა და რაიან სმიტები და მათი შვილები ხადას ხეობაში მოკლული არიან

ამერიკელები ლორა და რაიან სმიტები და მათი შვილები ხადას ხეობაში მოკლული არიანხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარის დაღუპვის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ნიუპოსტს წყარო უყვება, ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი სავარაუდოდ მწყემსების მიერ არიან მოკლული. წყაროს ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ძარცვას არ უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა ზუსტი მიზეზები უცნობია.

,,ნიუპოსტი“ ინფორმაციის დაზუსტებისთვის შს სამინისტროს პრესცენტს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ექსპერტიზის დასკვნამდე დეტალებზე არ საუბრობენ.

საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ 6 ივლისს გახდა ცნობილი. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შედეგად, რაიან სმიტის და მისი ცოლის ლორას სხეულები იპოვეს. გარდაცვლილია მათი მცირეწლოვანი შვილიც.

ოჯახის მეგობრების თქმით, ორი დღის წინ, როდესაც ლორა სმიტი არ გამოდიოდა კონტაქტზე, მეგობრებმა მიმართეს ამერიკის საელჩოს, საიდანაც მათ დაუდასტურეს, რომ ლორა სმიტი გარდაცვლილი იპოვეს, მოშორებით კი – რაიან სმიტის ცხედარი.

როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინსიტროში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 მაშველი აღნიშნულ სოფელში გაემგზავრნენ. პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ სამძებრო სამუშაოები დაიწყეს და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 25 მაშველი მონაწილეობდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მიმდინარე გამოძების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი აქვთ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობენ. სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.“ – აცხადებენ უწყებაში.

ნიუპოსტი