არჩილ თალაკვაძე: “მინდელის სახელობის შახტა უნდა დაიხუროს”

არჩილ თალაკვაძე: "მინდელის სახელობის შახტა უნდა დაიხუროს"უმრაველესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

მისი თქმით, მინდელის მაღარო უსაფრთხოების თანამდეროვე სტანდარტებს, სანამ არ მიაღწევს უნდა დაიხუროს.
“მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, სანამ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული. მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს! ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო” – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.