ბათუმში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

ბათუმში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვესბათუმში, ტბელ აბუსერიძის #4-ში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში საცხოვრებელი კორპუსის ბინადრებმა იპოვეს და სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს.

„არ ვიცით, რა არის მიზეზი. ხმაური რომ გავიგონე, ჩამოვედი ზემო სართულიდან და ასეთ მდგომარეობაში დამხვდა. გამოვიძახეთ სასწრაფოც და პოლიციაც, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამბობენ, რომ სადარბაზოში რაღაცას აკეთებდა და მაღალი ძაბვის სადენს შეეხოო“, – ამბობს კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები.