ბარსელონამ ფრანგული ბორდოს ფეხბურთელი იყიდა

ბარსელონამ ფრანგული ბორდოს ფეხბურთელი იყიდაბარსელონამ ბრაზილიელი ნახევარმცველი მალკოლმი შეიძინა, რომელიც ფრანგული ბორდოს ღირსებას იცავდა. მალკოლმი 21 წლის არის და ის ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება, თუმცა მისი ბარსელონაში გადასვლა მაინც მოულოდნელობაა, რადგან კატალონიური გუნდი აქამდე მის მიმართ ინტერესს არ იჩენდა.
მალკოლმი ოთხშაბათს უკვე ბარსელონაში იქნება და ოფიციალურად გააფორმებს კონტრაქტს. ბარსელონა 29 ივლისს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ტოტენჰემთან და შესაძლოა მალკოლმი უკვე ამ მატჩში ვიხილოთ მოედანზე.