ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალში გავიდა

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალში გავიდანიკოლოზ ბასილაშვილი ATP 500 German Open-ის ფინალშია. ნახევარფინალში ბასილაშვილმა ჩილელი ნიკოლას იარი დაამარცხა (7:5, 0:6, 6:1).

სპორტსმენმა 300 ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 1015 ქულით მისთვის სარეკორდო 45-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ფინალში მისი მეტოქე მსოფლიოს 36-ე ჩოგანი, 31 წლის არგენტინელი ლეონარდო მაიერი იქნება. ფინალური მატჩი 29 ივლისს, 14:00 ზე გაიმართება.