ბელგიამ იაპონიასთან 0:2 ამოატრიალა და 3:2 მოიგო – ვიდეო

ბელგიამ იაპონიასთან 0:2 ამოატრიალა და 3:2 მოიგო - ვიდეომსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გადავიდა.

პირველი ორი გოლი თამაშში იაპონიამ გაიტანა – 48-ე წუთზე ჰარაგუჩიმ გახსნა ანგარიში და მალევე, 52-ე წუთზე ინუიმ გაიტანა გოლი.

თუმცა ბელგიამ თამაშის ბოლოსკენ ძალები მოიკრიბა და იაპონიის ნაკრების კარში პირველი გოლი 69-ე წუთზე ვერტონგენმა გაიტანა, შემდეგი გოლები კი ფელაინიმ 74-ე და შადლიმ 94-ე წუთებზე გაიტანეს.

სწორედ ამ თამაშით გაირკვა, რომ მეოთხედფინალში ბრაზილიას ბელგია დაუპირისპირდება.