ბენჟამინ პავარდი ბაიერნის ფეხბურთელი გახდა

ბენჟამინ პავარდი ბაიერნის ფეხბურთელი გახდასაფრანგეთის ნაკრების და შტუტგარტის მცველი ბენჟამინ პოვარდი მომავალ სეზონში ბაიერნის ღირსებას დაიცავს. ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ბაიერნმა შტუტგარტს 35 მილიონი ევრო გადაუხადა.
პოვარდმა მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი თამაშით გამოიჩინა თავი და მან არგენტინას ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა.
მისმა ასეთმა თამაშმა ბუნებრივია გრანდების ყურადღება მიიპყრო და ფრანგი მცველი ბაიერნის ფეხბურთელი გახდა, სადაც მისი რამდენიმე თანამემამულე თამაშობს.