გიგი უგულავა: „კალაძე არის თბილისის სამი უბნის და ფეისბუქის მერი“

გიგი უგულავა: „კალაძე არის თბილისის სამი უბნის და ფეისბუქის მერი“გიგი უგულავამ კითხვაზე – ნარმანია თუ კალაძე? თათია შარანგიას საავტორო გადაცემა „სთორიში“ კალაძე არჩია. უგულავას თქმით, კალაძე ნარმანიასთან  შედარებით არაკომპეტენტურია, თუმცა როგორც „ცენტრალური თბილისის მერი“ ხალხისთვის კონკრეტულ რაღაცებს აკეთებს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ნარმანია ბევრად კომპეტენტური იყო, მაგრამ კომპეტენცია არაფერ შუაში არ არის. შენ როცა აგირჩევენ, კონკრეტული რაღაცები უნდა გაუკეთო ხალხს, მაგალითად სტადიონი, იქ კანალიზაციის მილი გასკდა, ასფალტი და ა.შ.  ამ გაგებით, კალაძე პრინციპში ნარმანიას ჯობია, მაგრამ ჯერჯერობით მე რასაც ვუყურებ, კალაძეს, ის არის თბილისის სამი უბნის და ფეისბუქის მერი, იმიტომ რომ თბილისის გარეუბნების მცხოვრებლებზე არ ზრუნავს. ძირითადად არის თბილისური ცენტრის მერი. მერე თუ გახდება დანარჩენის მერი, ვნახოთ“, განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა ასევე ამბობს, რომ თბილისის მერი ისეთი თანამდებობაა, რომ არ უნდა დაიკარგო, ნარმანია აორთქლდა, მაგრამ კალაძე არ დაიკარგება.

„თბილისის მერი, მით უმეტეს ხალხის არჩეული, ეს ისეთი თანამდებობაა, რომ არ უნდა დაიკარგო, ნარმანია იყო შემთხვევითობა. ეს ჩანს ახლაც, იმიტომ რომ აორთქლდა, მაგრამ კალაძე არ დაიკარგება, რადგან ის ფეხბურთელიც იყო და სხვათა შორის, ერთ-ერთი წარმატებული“, განაცხადა გიგი უგულავამ.