გლდანში „BEKO“-ს მაღაზია გაძარცვეს

გლდანში „BEKO“-ს მაღაზია გაძარცვესგლდანში, შეშელიძის ქუჩაზე მდებარე „BEKO“-ს მაღაზია გაძარცვეს. წაღებულია 15 მობილური ტელეფონი. ზარალი დაახლოებით 22 ათას ლარს შეადგენს.

„BEKO“-ში აცხადებენ, რომ დანაშაული არასრულწლოვანთა დაჯგუფებას უკავშირდება. ისინი აღნიშნავენ, რომ დღემდე მაღაზია კიდევ ორჯერ გაძარცვეს, თუმცა არცერთი საქმე გამოძიებული არ არის.