გონსალო იგუაინი შესაძლოა მილანში გადავიდეს

გონსალო იგუაინი შესაძლოა მილანში გადავიდესტურინის იუვენტუსის ფორვარდი გონსალო იგუაინი შესაძლოა მილანში აღმოჩნდეს, რადგან კრიშტიანო რონალდოს ყიდვის შემდეგ სულ მიდის საუბრები იმაზე რომ იგუაინი იუვენტუსიდან წავა.
მილანი იგუაინს 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობს და მისი წლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევრო იქნება. იგუაინის ტრანსფერში იუვემ თავის დროზე 90 მილიონი ევრო გადაიხადა, ამიტომ ტურინელები გონსალოს იოლად ნამდვილად არ დათმობენ.
არგენტინელი ფორვარდით ჩელსიც იყო დაინტერესებული, მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა.