დავითულიანი: „რის გამო გათავისუფლდეს, რომ პირად სივრცეში სხვას რაღაც უთხრა…”

დავითულიანი: „რის გამო გათავისუფლდეს, რომ პირად სივრცეში სხვას რაღაც უთხრა..."ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის მისამართით გამოთქმული საჯარო მუქარის ავტორის თანამდებობიდან გადაყენების აუცილებლობას თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ვერ ხედავენ. ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი შეურაცხყოფას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ მამუკა ბალიაშვილის გათავისუფლების აუცილებლობას ვერ ხედავს.
„რის გამო გათავისუფლდეს, რომ პირად სივრცეში სხვას რაღაც უთხრა. არ ვიცი, კანონის საფუძველი უნდა ნახოს. გაემიჯნოს რა, არ არის სასიამოვნო, როდესაც საჯარო მოხელე შეურაცხყოფას აყენებს პირად სივრცეში სხვას, ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია. მაგრამ, რაც შეეხება, სამსახურეობრივ ურთიერთობებს, ამას არეგულირებს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ. ვიმოქმედებთ კანონიდან გამომდინარე,“ – განაცხადა დავითულიანმა.
თბილისის საკრებულოს სახელდების კომისიის აპარატის ხელმძღვანელმა მამუკა ბალიაშვილმა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის, ნინო ჯანგირაშვილის წინააღმდეგ ძალადობრივი შინაარსის კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ “ურიგო არ იქნება თუ ნინო ჯანგირაშვილს თავს გაუტეხენ”.