„დავით ჭიჭინაძე განსხვავებული მოსაზრებებისთვის დასაჯეს“ – ნიკა მელია

„დავით ჭიჭინაძე განსხვავებული მოსაზრებებისთვის დასაჯეს“ - ნიკა მელია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ ყველა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსთან და საზოგადოების წევრთან თანამშრომლობს:

„ჭიჭინაძეს შემთხვევა ნათელი ილუსტრაციაა, რომ ადამიანი, რომელმაც გამოთქვა განსხვავებული მოსაზრება მთელ რიგ საკითხებზე დანარჩენი „ქართული ოცნების“ დეპუტაციისგან, დასაჯეს. დასაჯეს იმით, რომ „ქართული ოცნების“ რიგებიდან გარიცხეს, მაგრამ ვფიქრობ, „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვა ეს არ არის დასჯა და ეს არის პატივი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.