ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან, მდინარეში ცხედარი იპოვეს

ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან, მდინარეში ცხედარი იპოვესსაოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ე.წ. საზღვართან, მდინარე ლიახვთან ახლოს კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,იმედინიუსი” ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია კაცის გარდაცვალების მიზეზები და აღენიშნება თუ არა მას ძალადობის კვალი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.