ესპანეთში 600 აფრიკელი მიგრანტი შეიჭრა

ესპანეთში 600 აფრიკელი მიგრანტი შეიჭრააფრიკის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქში, სეუტაში, რომელიც ესპანეთს ეკუთვნის, აფრიკელი მიგრანტები შეიჭრნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მიგრანტები ქალაქის მოსაზღვრე სახელმწიფოდან, მაროკოდან არიან.

მათი შეჩერება მესაზღვრეებმა და პოლიციამ სცადა, თუმცა მიგრანტებმა საზღვარზე არსებული ღობე გაჭრეს და ესპანეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მაინც შეიჭრნენ. მათ პოლიციელებს ქვებისა და ფეკალური მასების სროლა დაუწყეს, ქვებით დაამსხვრიეს პოლიციელთა ავტომობილების ფანჯრები და პოლიციელებს გაზის პატარა ბალონებიდანგაშვებული ცეცხლით იგერიებდნენ.

დაშავებულია 16 მიგრანტი და 15 პოლიციელი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ესპანეთის წითელი ჯვრის ინფორმაციით, დაპირისპირებისას 132 მიგრანტი დაშავდა.

200-მდე მაროკოელი მიგრანტი ერთი წლის წინაც შეიჭრა ესპქნეთის ქალაქ სეუტაში.

ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ დღეს ხმელთაშუაზღვისპირეთში 332 მიგრანტი გადაარჩინეს, გუშინ კი, 424 მიგრანტი.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2018 წლის იანვრიდან დღემდე ესპანეთში 22 700-ზე მეტი მიგრანტი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამჯერ მეტია. მათი ძირითადი ნაწილი აფრიკიდანაა.

მათგან 20 ათასამდე ადამიანმა ესპანეთამდე ხმელთაშუა ზღვის გავლით მიაღწია.

იმედინიუსი