ვენის მეტროში მგზავრებს 14.000 დეოდორანტი უფასოდ დაურიგეს

ვენის მეტროში მგზავრებს 14.000 დეოდორანტი უფასოდ დაურიგესავსტრიის დედაქალაქის მთავრობამ სპეციალური კამპანიის ფარგლებში მეტროს მგზავრებს 14.000 დეოდორანტი უფასოდ დაურიგა. ამის შესახებ Telegraph-ზე დაყრდნობით “იმედინიუსი” წერს.

საჩუქარს თან ახლდა მეტროს რუკა და წარწერა „კიდევ მეტი თავდაჯერებულობა გზაში“.

როგორც ტაბლოიდი Bild-ი წერს, ვენის მეტროს ვაგონების მხოლოდ ნახევარია კონდიცირების სისტემით აღჭურვილი.

სექტემბრიდან ავსტრიის დედაქალაქის მეტროში არომატული საკვების ჭამა აიკრძალება.