“ვიდრე ტყიბულის შახტი დახურული იქნება, დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ” – მამუკა ბახტაძე

"ვიდრე ტყიბულის შახტი დახურული იქნება, დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ" - მამუკა ბახტაძესაქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ვიდრე ტყიბულის შახტი დახურული იქნება, შახტში დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ.

“მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი” – აღნიშნულია პრემიერისგანცხადებაში.