ვოლსკი: “ოპოზიცია არ არსებობს, არსებობს შეთქმულთა სექტა”

ვოლსკი: "ოპოზიცია არ არსებობს, არსებობს შეთქმულთა სექტა"ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი თანაგუნდელის, ზაქარია ქუცნაშვილის მოსაზრებას არ ეთანხმება. ვოლსკი ოპოზიციას “შეთქმულთა სექტას” უწოდებს:
„ზაქარია ქუცნაშვილს ასე მიაჩნია, მე არ მიმაჩნია, მე სხვანაირად მიმაჩნია, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ასე თუ ისე უნდა ჩაერიო, თუმცა, ჩარევას გარკვეული ფორმა და გარკვეული ნორმები სჭირდებაო… ოპოზიცია არ არსებობს, არსებობს გარკვეული შეთქმულთა სექტა, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს და მოხდეს ის, რაც მათი აზრით, მოიყვანს მათ ხელისუფლებაში,“ – განაცხადა ვოლსკიმ.