ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერის სახელზე გამოუძიებელი საქმეები შეიტანეს

ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერის სახელზე გამოუძიებელი საქმეები შეიტანესზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერის სახელზე გამოუძიებელი საქმეები შეიტანეს და მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა მოითხოვეს.

განცხადების ავტორები 30-მდე გახმაურებულ საქმეზე, რომლებზეც დაზარალებულებს კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ აქვთ კონკრეტულ რეაგირებას ითხოივენ.

„უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, რომლის წინაშე მეც ვდგავარ და არამარტო მე., ყველა ეს პიროვნება, ყველა ამ საქმეში წარმოდგენილი პიროვნება არის შერჩევითი სამართლის მსხვერპლი.

უნდა შეჩერდეს ეს, ვიღაც-ვიღაც ჩინოვნიკების შვილები ბოდიში და არ უნდა ბლატაობდნენ“-ამბობს ზაზა სარალიძე.

სარალიძე ამბობს, რომ პრემიერთან შეხვედრის შემთხვევაში ის ასევე დაინტერესდება რა ეტაპზეა დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიება.