თეა წულუკიანი ,,მე არ დაგითმეთ და გავიმარჯვე”

თეა წულუკიანი ,,მე არ დაგითმეთ და გავიმარჯვე”– მე თქვენთან ბრძოლაში არ დავიღლები არასდროს, ვიდრე მაქვს სული, რაც ღმერთმა მომცა, –ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა “ევროპული საქართველოს” წევრ ოთარ კახიძეს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

მისი თქმით, დღეს ყველა ევროპელი ერთხმად აღიარებს, რომ საქართველოს ყავს საამაყო ევროპელი მოსამართლე ლადო ჭანტურიას სახით.

„ლადო ჭანტურია არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესის გამტარებელი, როგორც ეს იყო მანამდე. ის არის დღეს ევროპული სტანდარტის მაღალკვალიფიციური მოსამართლე. მოვანდომე მე ამას ორი წელი, დიახ, რადგან მე თქვენთან ბრძოლაში არ დავიღლები არასდროს, ვიდრე მაქვს სული, რაც ღმერთმა მომცა. მე არ დაგითმეთ თქვენ და თქვენ მიერ ანგაჟირებულ პირებს, რომლებიც მებრძოდნენ, ზოგი შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვიხილეთ, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი, რომელიც თურმე სინამდვილეში პოლიტიკოსი ყოფილა და ახლა პრეზიდენტის პირით პოლიტიკას აწარმოებს. მე არ დაგითმეთ და არ მივეცი საშუალება ისეთ პირებს, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებულები იყვნენ და თქვენ პოლიტიკური პარტიები ინტერესს გაატარებდა სტრასბურგის სასამართლოში. ამას მოვანდომე ორი წელი და მივიღე გამარჯვება, გამარჯვება იმისა, რომ ყველა ევროპელი ერთხმად აღიარებს, საქართველოს ყავს საამაყო ევროპელი მოსამართლე ლადო ჭანტურიას სახით”, – მიმართა თეა წულუკიანმა ოთარ კახიძეს.