„იანდექს ტაქსის“ გამოძახების მობილური აპლიკაცია ტელეფონიდან პერსონალურ მონაცემებს აკოპირებს?

„იანდექს ტაქსის“ გამოძახების მობილური აპლიკაცია ტელეფონიდან პერსონალურ მონაცემებს აკოპირებს?ტაქსის გამოძახების მობილური აპლიკაცია „იანდექსი“ ტელეფონიდან შესაძლოა, პერსონალურ მონაცემებს აკოპირებდეს. აპლიკაციის შესწავლის შემდეგ, ლიტვის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ პროგრამა მობილური ტელეფონებისთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ ქვეყნის მოქალაქეებს ურჩევს ის არ გამოიყენონ.

ლიტვის მსგავსად, „იანდექს ტაქსის“ ანალოგიურ აპლიკაციას იყენებენ საქართველოში. კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები ამბობენ, რომ „იანდექსს“ შეუძლია ადგილსამყოფელი დაადგინოს და ტელეფონის მიკროფონის საშუალებით, თქვენი საუბარიც მოისმინოს, მათ შორის იმ დროს, როდესაც მობილური ოთახში დევს და თქვენ მას არ იყენებთ.

კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი აპლიკაციებით, შესაძლებელია, თქვენი ადგილმდებარეობის დადგენა ნებისმიერ დროს, მაშინაც როდესაც ინტერნეტი გათიშული გაქვთ.

„იანდექსის“ პროგრამის მოთხოვნები პოტენციურად ქმნის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვების შესაძლებლობას, რაც მათი უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით, შეშფოთებას იწვევს. ლიტვის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი ამ ეტაპზე „იანდექს ტაქსის“ პროგრამის უსაფრთხოების დეტალურ ანალიზს ახორციელებს.

ლიტვის თავდაცვის სამინისტროს ამ განცხადების საფუძველზე შესაძლოა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა, საკითხის გეგმიური შესწავლა დაიწყოს.

რუსთავი 2