იგოეთთან ტრაილერი ბორდიურს შეეჯახა – დაზიანდნენ მაგისტრალზე მოძრავი მანქანებიც

იგოეთთან ტრაილერი ბორდიურს შეეჯახა - დაზიანდნენ მაგისტრალზე მოძრავი მანქანებიცავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა იგოეთთან – ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი ბორდიურს შეეჯახა. სატრანსპორტო საშუალება ბეტონის ფილებით იყო დატვირთული, რომლის გადმოყრის დროს მაგისტრალზე მოძრავი რამდენიმე მანქანა დაზიანდა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა ტრაილერის მძღოლი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მაგისტრალზე მოძრაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეზღუდული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

რუსთავი 2