ივანიშვილი დუმილს არღვევს

ივანიშვილი დუმილს არღვევსსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძნა ივანიშვილის პირველი ინტერვიუ – „პირველი რადიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამშაბათს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა -„აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ივანიშვილის ინტერვიუ გავა.

წინასწარი ინფორმაციით, ივანიშვილი პარტიაში დაბრუნების მიზეზებზე, სამთავრობო ცვლილებებზე, პარტიაში არსებულ ვითარებაზე, პრეზიდენტ მარგველაშვილზე, საპრეზიდენტო არჩევნებზე და ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრებს.