„ისინი მე არ დამიხოცავს, ორმა უცხოელმა მამაკაცმა დახოცა“ – დაკავებული მწყემსის პირველი კომენტარი

„ისინი მე არ დამიხოცავს, ორმა უცხოელმა მამაკაცმა დახოცა“ - დაკავებული მწყემსის პირველი კომენტარიმცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეების მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო, სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეფარდებაზე მსჯელობს.

ბრალდებულმა სასამართლოს უკვე მიმართა და განაცხადა, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია:

„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამისშვილებს დაგიხოცავთო“, – განაცხადა ბრალდებულმა.