იტალიაში 31 წლის ქართველი კაცი ქალის ცემის გამო დააკავეს

იტალიაში 31 წლის ქართველი კაცი ქალის ცემის გამო დააკავესიტალიელმა პოლიციელებმა საქართველოს მოქალაქე 31 წლის კაცი ქალის ცემის ბრალდებით დააკვეს.

იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ ქალაქ კარპიში ყოფილ მეგობარ ქალს სახეში მუშტი დაარტყა. შემთხვევა დააფიქსირეს სასტუმროს ვიდეოკამერებმა, სადაც მსხვერპლი მუშაობს. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ვიდეომტკიცებულებები.

იტალიელმა სამართალდამცავებმა დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს.

ნეტგაზეტი