კახი კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხდება

კახი კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხდებამთავრობის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი განიხილება. “ქრონიკის” ინფორმაციით, ამ ცვლილებას პრემიერმინისტრი მთავრობის განახლებული გუნდის დასახელების შემდეგ გაახმოვანებს.

უწყება, რომელსაც ამ ეტაპზე კახიშვილი ხელმძღვანელობს, სტრუქტურილი ცვლილებების შედეგად იუსტიციის სამინისტროსთან ერთიანებდა. გაერთიანებული უწყებების ხელმძღვანელად კი, გავრცელებული ცნობით, კვლავ თეა წულუკიანი დაინიშნება.

რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ ხელმძღვანელს შალვა თადუმაძეს, ის ცოტა ხნის წინ მთავარი პროკურორობის კანდიდატად დასახელდა.

მამუკა ბახტაძე ახალ მინისტრთა კაბინეტს სავარაუდოდ 11 ივლისს დაასახელებს. მინისტრობის კანდიდატებს და პრემიერმინისტრს დეპუტატები 13 ივლისიდან მოუსმენენ. მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

ამ დროისთვის საქართველოს დროებითი მთავრობა ჰყავს, რომელსაც პარლამენტმა ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მესამე მოსმენით 5 ივლისს დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდა.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.

იმედინიუსი