კომპიუტერული თამაშის მსხვერპლი – გურჯაანში 26 წლის ანზორ სეფიაშვილს ეძებენ

 კომპიუტერული თამაშის მსხვერპლი - გურჯაანში 26 წლის ანზორ სეფიაშვილს ეძებენგურჯაანის მუნიციპალიტეტში 19 ივლისის შემდეგ, 26 წლის ანზორ სეფიაშვილს ეძებენ.

ოჯახის წევრების თქმით, ის შესაძლოა ერთ-ერთი კომპიუტერული თამაშის მსხვერპლი გამხდარიყო., რადგან მისი დაკარგვის პირველი შემთხვევა არ არის.

მათივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს კონფლიქტი არავისთან ჰქონია თუმცა, ბოლო სამი თვის განმავლობაში ის არავის ეკონტაქტებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანზორ სეფიაშვილის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.