კრიშტიანო რონალდუ იუვენტუსს ძალიან მიუახლოვდა

კრიშტიანო რონალდუ იუვენტუსს ძალიან მიუახლოვდაბოლო დღეებში ძალიან ბევრი იწერება იმის შესახებ რომ კრიშტიანო რონალდუ კარიერას ტურინის იუვენტუსში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია რონალდუს არ დაუდასტურებია, მაგრამ მისი დუმილი იმას მიანიშნებს რომ ეს ინფორმაცია ბოლომდე მცდარი არ არის.
იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ რომ რონალდუმ იუვენტუსთან ყველა დეტალი შეათანხმა და რამდენიმე დღეში ეს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. კრიშტიანო ხელფასის სახით 30 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მისი რეალში ანაზღაურებაზე მეტია.