ლაგოდეხში კლდეში ჩავარდნილი 23 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს

ლაგოდეხში კლდეში ჩავარდნილი 23 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანესსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სოფელ მსხალგორის სიახლოვეს არსებულ მთებში, კლდეში ჩავარდნილი 23 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება მათთან 26 ივლისს შევიდა და ​ურთულესი რელიეფის გამო შეუძლებელი გახდა საფეხმავლო ბილიკების გამოყენებით ცხედრის გადმოსვენება. პროცესში 27 ივლისს, გამთენიისას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ​ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.