ლორის კარიუსი ლივერპულში დარჩება

ლორის კარიუსი ლივერპულში დარჩებაგერმანელი მეკარე ლორის კარიუსი მომავალ სეზონშიც ლივერპულში ითამაშებს და იურგენ კლოპი მას ნდობას უცხადებს. შეგახსენებთ რომ კარიუსმა რეალთან ფინალში უხეში შეცდომები დაუშვა და ამის გამო ბევრი ფიქრობდა რომ ის კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
იურგენ კლოპის აზრით კარიუსი მაღალი დონის გოლკიპერია და ფინალში დაშვებული შეცდომები უბრალოდ შემთხვევითობაა. აღსანიშნავია რომ ლივერპულის ბევრი გულშემატკივარი ასე არ ფიქრობს და ისინი კარიუსის გაყიდვას ითხოვდნენ.