მაკრონის თვალწინ 2 მოტოციკლისტი ერთმანეთს შეეჯახა

მაკრონის თვალწინ 2 მოტოციკლისტი ერთმანეთს შეეჯახასაფრანგეთში ბასტილიის ციხის აღების დღეს აღნიშნავენ. ტრადიციული საზეიმო ღონისძიებები ელისეს მინდვრებზე მიმდინარებს.

აღლუმი წელს პირველად ემანუელ მაკრონმა ჩაიბარა. ღონისძიებას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია.

პრეზიდენტის თვალწინ ორი მოტოციკლი მანევრის დროს ერთმანეთს შეეჯახა. ინცინდენტის მონაწილეები უმნიშვნელოდ დაშავდნენ. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ისინი მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს.

ბასტილიის ციხის აღების დღე საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია. ამ დღეს ფრანგები 1880 წლის შემდეგ ყოველწლიურად აღნიშნავენ. ბასტილიის ციხე კი, რომელიც მე-18 საუკუნეში სახელმწიფო დამნაშავეების საპატიმრო იყო, დღეს საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარ ღირშესანიშნაობას და თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს.