მალხაზ კობაური სმიტების ამოხოცვის შემდეგ მწყემსებთან დაბრუნდა, ივახშმა და დაიძინა – სმიტების მკვლელობის ახალი დეტალები

მალხაზ კობაური სმიტების ამოხოცვის შემდეგ მწყემსებთან დაბრუნდა, ივახშმა და დაიძინა - სმიტების მკვლელობის ახალი დეტალებიგზა ხადას ხეობაში, რომელიც სმიტების ოჯახისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყველაფერი უწყინარი მოგზაურობით დაიწყო, რომელიც ამერიკულმა ოჯახმა სიცხისგან თავის დასაღწევად დაგეგმა.

მათ ხადას ხეობის ჩანჩქერებზე გადაწყვიტეს ასვლა, ავიდნენ, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულან – მამა და შვილი თოფიდან გასროლით მოკლეს. მკვლელმა, სავარაუდოდ, ლორა სმიტზე სექსუალურად იძალადა, რომელიც საბოლოოდ გაქცევის მცდელობის დროს ხევში გადავარდა დაიღუპა.

საქმეში ერთადერთი ბრალდებული მწყემსია. მალხაზ კობაურმა წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ  2018 წლის 4 ივლისს, მას შემდეგ, რაც მწყემსებმა ცხვარი იალაღებზე გარეკეს, თვითონ რამდენიმე დღის წინ დაკარგული ვერძის საძებრად ხეობაში არსებული ჩანჩქერისკენ დაიძრა.

მწყემსის ჩვენების მიხედვით, უცხოელების ოჯახმა მას ჯერ ჩანჩქერისკენ მიმავალი გზის სწავლება, მოგვიანებით კი უშუალოდ გაყოლა და ხეობაში არსებული ჩანჩქერების ჩვენება სთხოვა.

20 წლის მწყემსი პოლიციისთვის მიცემულ აღიარებით ჩვენებაში ინცინდენტის დაწყების მიზეზად მის მიერ იარაღის უდიერად მოპყრობის ფაქტს ასახელებდა. მისი თქმით, მას შენიშვნა რაიან სმიტმა სანადირო თოფის გამო მისცა, რომელის ლულა ბავშვისკენ იყო მიშვერილი. რაიან სმიტმა, მალხაზ კობაურის თქმით, მას შენიშვნა მისცა, რაც მისი გაღიზიანების მიზეზი გახდა. კობაურმა ორი გასროლით, რაიან სმიტის მკვლელობის შემდეგ, მისი 4 წლის შვილი მოკლა.

ბავშვის ცხედრის გადამალვის შემდეგ კიდევ რა მოიმოქმედა, მალხაზ კობაურსჩვენებაში აღარ დაუკონკრეტებია. მისი მონათხრობის მიხედვით, ამერიკელი ოჯახის ამოხოცვის შემდეგ ის მწყემსებთან იალაღზე აბრუნდა, მათთან ერთად ივახშმა და დასაძინებლად დაწვა.

რუსთავი 2