მამუკა ბახტაძემ რამდენიმე გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

მამუკა ბახტაძემ რამდენიმე გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

თანამდებობებს ინარჩუნებენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე.

ამასთან, იმერეთს მიმდინარე წლის მარტიდან გუბერნატორი არ ჰყავს. გუბერნატორის მოვალეობას გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა. გივი ჭიჭინაძემ აღნიშნული თანამდებობა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებისას დატოვა.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ამ რეგიონებში, ისევე როგორც იმერეთში, უახლოეს დღეებში საზოგადოებას ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგენს.