მამუკა ბახტაძე ჭუბერში ვერ ჩაფრინდა – ვერტმფრენი ზუგდიდში დაჯდა

მამუკა ბახტაძე ჭუბერში ვერ ჩაფრინდა - ვერტმფრენი ზუგდიდში დაჯდაუამინდობის გამო, ვერტმფრენი, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სვანეთში გაემგზავრა, ზუგდიდში დაჯდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ზუგდიდიდან პრემიერი ჭუბერისკენ გზას მანქანით განაგრძობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში დილით გაემგზავრა. მამუკა ბახტაძე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

ჭუბერში ჩასვლის მიზნით პრემიერმა დილით დაგეგმილი მთავრობის სხდომა გადადო.