“მარშუტკის” მძღოლი მგზავრებს გაექცა – “მანქანა გააჩერა საბჭოს მოედანზე, ფული აიღო და წავიდა…”

"მარშუტკის" მძღოლი მგზავრებს გაექცა -  "მანქანა გააჩერა საბჭოს მოედანზე, ფული აიღო და წავიდა..."ფეისბუკზე ხშირად ვრცელდება ზაფხულის ცხელ დღეებში სამარშუტო ტაქსებში კონდიცირების ჩართვასთან დაკავშირებული ამბები, თუმცა ის რაც 49 ნომერ სამარშუტო ტაქსში მოხდა, ყველა სხვა შემთხვევისგან განსხვავდება. ამის შესახებ ნენე მაყაშვილი წერს:

„საღამოს ამბავი

დაახლოებით 20 სთ. და 30 წუთზე კოლმეურნეობაზე ჩავჯექი 49 ნომერში (ბოლო გაჩერება სადაც აქვთ). იმდენად ცხელოდა, სუნთქვაც გვიჭირდა. მგზავრებს რომ ვკითხე, მძღოლმა უკვე გამოგვიცხადა რომ არ ჩართავს არაფერსო.

როდესაც ამოვიდა მძღოლი, ვინმე ხვიჩა ბირკაია, ზრდილობიანად ვთხოვე იქნებ ჩართოთთქო, რაზეც მიპასუხა ღამე რა დროს კონდინციონერიაო. ნუ რა მნიშვნელობა აქვს რომელი საათია როცა მგზავრები ითხოვენ ვალდებული ხართ ჩართოთთქო. ამაზე რა თქმა უნდა ხალხიც ამყვა. მძღოლი ამბობდა კონდინციონერის ზედმეტი 25 ლარი სად მაქვსო, მერია არაფერს მიხდისო.

მოკლედ ცოცხალი თავით არ ჩართო, რის გამოც ჩავრთე ე.წ. ვოის მემორი და მძღოლს ვკითხე სახელი, გვარი და მანქანის ნომერი. ეს ყველაფერი როგორც კი დაინახა, მანქანა გააჩერა საბჭოს მოედანზე, ფული აიღო და წავიდა. (სატრანსპორტოს ნომერი ახეული იყო)

დაახლოებით 15 მგზავრი, რომელთაც შეიძლება გზის ფულიც აღარ ჰქონდათ სახლში წასასვლელი, დატოვა ასე და წავიდა.

მე, ორი ბიჭი და ორი გოგო ვიდექით საათნახევარი და ველოდებოდით. ამასობაში სატრანსპორტოს ნომერიც გავიგეთ, მაგრამ არავინ გვიპასუხა. როდემდე ვყოფილიყავით ასე. ამ ბიჭმა ტაქსი გააჩერა და თავისი ხარჯით გაგვიშვა ყველა სახლში.

ახლა ვზივარ ერთის მხრივ მიხარია ასეთი ახალგაზრდები რომ არსებობენ და მეორეს მხრივ (მძღოლის მაგალითით) ვფიქრობ რა გვეშველება?!’- წერს ფეისბუკმომხმარებელი.

ნიუპოსტი