მაშველებმა უკრაინელი ტურისტის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა უკრაინელი ტურისტის ცხედარი ამოიყვანესთეთნულდზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოყვანის ოპერაცია დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აქამდე ვერტმფრენი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მესტიამდე მისვლას ვერ ახერხებდა.

შეგახსენებთ, რომ თეთნულდზე რამდენიმე დღის წინ, ორი უკრაინელი ტურისტი დაიკარგა. მაშველებმა ერთ-ერთი მათგანის უვნებლად გამოყვანა შეძლეს. თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო, მაშინ სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ვერ მოხერხდა.

ინტერპრესნიუსი