მესტია-ზუგდიდის გზიდან სატვირთო გადავარდა – 2 ადამიანი დაიღუპა

მესტია-ზუგდიდის გზიდან სატვირთო გადავარდა - 2 ადამიანი დაიღუპამესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზის სავალი ნაწილიდან ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გადავარდა. შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი – მძღოლი და მის გვერდით მჯდომი გარდაიცვალა. ისინი დაბა ჯვარის მცხოვრებლები არიან.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა სულხან ორჟონიამ გვითხრა, რომ მათთან ერთი ადამიანი შემოიყვანეს, რომელიც ერთ საათში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ლაივპრესი