მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია

მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილიასაქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია. დღეს მინისტრთა კაბინეტი პრემიერმა ბახტაძემ წარადგინა. ახალ კაბინეტში უცვლელად რჩებიან ძალოვანი უწყების მინისტრები, იცვლება მხოლოდ ეკონომიკური გუნდი და განათლების მინისტრი.
განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი იქნება, ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მნისტრი – გიორგი ქობულია, საგარეო საქმეთა მინისტრი- დავით ზალკალიანი.
მთავრობის ადმინისტრაციას კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს.